ჩვენი კომპანია

შპს “ჰაუსლაინი” ქმნის ნდობისა და თანამშრომლობის გრძელვადიან ტრადიციებს, მომხმარებლის მოთხოვნების შესრულების, მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტების და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე.
კომპანიაში რომელიც 1996 წლიდან არსებობს, მუშაობენ გამოცდილი არქიტექტორები, მშენებლები, დიზაინერები, ინჟინერ კონსტრუქტორები, ხარჯთაღრიცხვის ფინანსური ჯგუფი.
კომპანიას აშენებული აქვს როგორც საცხოვრებელი ასევე კომერციული ფართები,სახლები, აგარაკები, საწარმოო შენობები, მეურნეობები, საწყობები.
ჩვენი მომსახურება გამოირჩევა მენეჯმენტის  ევროპული სტანდარტებით, მშენებლობის ხარისხით, გრძელვადიანი ურთიერთობით მომხმარებელთან, საკუთარი სამშენებლო ტექნიკით. ყველა სამშენებლო და სარემონტო სამუშაო დაფუძნებულია მშენებლობის მაღალ სტანდარტებსა და ხანგრძლივ კონკურენტულ უპირატესობაზე. ჩვენი მიზანია არა მარტო მშენებლობის მაღალი ხარისხი, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა ობიექტებზე, არამედ სრული ნდობა ჩვენი პროფესიონალი გუნდის.